17 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
დანაშაულის შეუტყობინებლობა - ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი, 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ის, მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის ნათესავია. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, ვეფხია ბაქრაძე სწორედ მის სახლში იმალებოდა. 

მომხდარის ეტალებზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეტა სამინისტრომ:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან - თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა,“-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი. გამოძიების ინფორმაციით მკვლელობა მოკლულის მამინაცვალმა, ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით ჩაიდინა.

 

დღის ამბები