17 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
"ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა ერსა თვისსა მოსცეს"-ეკილესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს

კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ ღვთის მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართა მრევლს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თომა მოციქული იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა უფალი როგორც ღმერთი და აი დღეს თომას კვირიაკეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს  ერი თვისი მშვიდობით. ჩვენ ბედნიერნი ვართ რომ მთელი წმ. სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს. ეს დღესასწაული ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ დღეს მე მაკურთხეს მღვდლის ხარისხში როცა ვიყავი სასულიერო აკადემიის სტუდენტი,“-განაცხადა ილია მეორემ. 

დღის ამბები