გამაფრთხილებელი აქცია ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან - ახალგაზრდები საქართველოში რუსული ტელეკომპანია "НТВ плюс"-ის შემოსვლას აპროტესტებენ.
სტუდენტების თქმით, დაუშვებელია რუსულ სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მანქანას საქართველოში ფუნქციონირების უფლება ქონდეს.
იმ შემთხვევაში თუ, რუსულ საინფორმაციო გიგანტს ქვეყანაში მაუწყებლობის უფლება მიეცემა, სოლოლაკში შეკრებილები მასშტაბურ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
„ჩვენ, ახალგაზრდები, არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ. მოვედით დღეს აქ, "გაზპრომის" აქციონერთან, რომ ვუთხრათ, პუტინის იარაღი, პუტინის გამოგზავნილი ტროას ცხენი საქართველოში ვერ შემოვა და ვერ იბოგინებს,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ნიკა ნოზაძემ.