17 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა ბარნოვზე - მკვლელის წარსულში შეწყალების მიზეზი ხვალ გახდება ცნობილი

ვისი რეკომენდაციით და რის საფუძველზე მოხდა ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის შეწყალება გასულ წელს - ამ საქმეზე პრეზიდენტი განცხადებას ხვალ გააკეთებს.

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის სავარაუდო მკვლელი ვეფხია ბაქრაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. ამის შემდეგ კი, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცს სამართალდამცველები დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ. 

ახლობლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად შემაკავებელი ორდერის გამოწერა საკმარისი არ აღმოჩნდა. დაზარალებულებს შეკითხვები აქვთ ხელისუფლების მისამართით, თუ რატომ დატოვა მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია ბაქრაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე. 

სავარაუდო მკვლელი ვეფხვია ბაქრაძე ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი ნათელა გაბოძეზე ძალადობის გამო. ის 2015 წელს გაასამართლეს, 2017 წლის მაისში კი პრეზიდენტის შეწყალების აქტის შემდგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. მმართველ გუნდში კითხვები აქვთ, პრეზიდენტთან და აინტერესებთ რის საფუძველზე შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა მოძალადე.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები