17 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ლავრენტი ბერიას სახელწოდების ქუჩა ზუგდიდში და მოსახლეობა, რომელიც მისი სახელწოდების შეცვლას ეწინააღმდეგება

ლავრენტი ბერიას სახელწოდების ქუჩა ზუგდიდის ცენტრში. ქუჩას ბერიას სახელწოდება 90-იან წლებში დაარქვეს, მაშინ, როდესაც კომუნისტური რეჟიმი აღარ არსებობდა. 

ადგილობრივები ლავრენტი ბერიას დადებითად აფასებენ. მოსახლეობის ნაწილს არ აქვს პრობლემა ქუჩის სახელთან დაკავშირებით. მოსახლეობის ერთდღიანმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი უმრავლესობა ქუჩისთვის სახელის გადარქმევას არ დაუჭერს მხარს.

ზუგდიდის საკრებულო ორ ცეცხლს შუაა. ერთი მხრივ, 2011 წელს ამოქმედებული თავისუფლების ქარტია ავალდებულებს, ამოშალოს ყველანაირი კომუნისტური სახელწოდება და სიმბოლო. მეორე მხრივ, ბერიას პიროვნებით აღტაცებულებისთვის მოთმინებით მოუწევს ახსნა, ვინ იყო ლავრენტი პავლოვიჩი და რა გაუკეთებია საქართველოსთვის, თუნდაც, კონკრეტულად ზუგდიდისთვის.

 

დღის ამბები