17 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ხანძარი დიდუბეში - თევდორე მღვდლის ქუჩაზე საკვები პროდუქტის საწყობი დაიწვა 

ხანძარი დიდუბეში - თევდორე მღვდლის ქუჩაზე 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული საწყობი დაიწვა. საწყობში ძირითადად საკვები პროდუქტი ინახებოდა.

ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეებს რამდენიმე საათი დასჭირდათ. ადგილზე მობილიზებული იყო
50-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო მანქანა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს. 

დღის ამბები