ავტოსაგზაო შემთხვევას გურიაში 13 წლის მოზარდი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ხუთი ადამიანია. მათ შორის არიან მცირეწლოვნები.
მედიკოსების განცხადებით, დაშავებული მირეწლოვნებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
“ერთი ბავშვი, რომელიც არის 4 წლის, მისი მდგომარეობა არის მძიმე. ქალა ფუძის დახურული ტრავმა. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ორ ბავშვს ჩაუტარდათ ამბულატორიული დახმარება და უკვე სავარაუდოდ გაწერილები იქნებიან ორი ქალბატონი, ქალა-ფუძის დახურული ტრავმით, შედარებით მსუბუქი ფორმა,“-განაცხადა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ ""მედალფას"" დირექტორმა დავით მინარაძე.
შემთხვევა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. წინასწარი ინფორმაციით,ავტომობილში ერთ ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, მძღოლი ნასვამი იყო.