17 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ასეთი შეხედულებები აქვს ადამიანის შრომის უფლებებთან" - მიქაუტაძე დოლიძეს პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ბრალდებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პასუხობს.

საუბარია, ანა დოლიძის განცხადებაზე, სადაც დოლიძემ თქვა, რომ მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების დეპარტამენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე ხელმძღვანელობს, რაც დოლიძის აზრით, აჩენს საფრთხეს, რომ აღნიშნული დეპარტამენტი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.

მიქაუტაძე კი აცხადებს, რომ თინათინ აბრალავა მაღალკვალიფიციური კადრია და მიუღებელია, დოლიძის მოწოდება, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ხდება ასეთი ინფორმაციის გაჟღერება და მოწოდება სამსახურის დატოვებაზეც კი. ძალიან სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ასეთი შეხედულებები აქვს ადამიანის შრომის უფლებებთან, რომელიც არის კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება.

ასე  ხელისწამოკვრით, იმიტომ, რომ ვიღაცის მეუღლე, სადღაც მუშაობს, შესაძლებელია ეს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოსთხოვო მოხელეს“- ამბობს მიქაუტაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები