17 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
მარეგულირებლის ხარვეზი - საია НТВ-ПЛЮС-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ითხოვს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" НТВ-ПЛЮС-ის ავტორიზაციის შეჩერებასა და საკითხის კანონიერების თავიდან შესწავლას ითხოვს.

საია-ს განცხადებით, თუ 2016 წელს ავტორიზაცია კომპანიას კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მისცა, ამის უფლებაც მას არ ჰქონდა.

იურისტები განმარტავენ, რომ უცხოური კომპანიის რეგისტრაციის საკითხს მეწარმეთა შესახებ კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდეს რეესტრში.

აღნიშნული მოთხოვნის შეცვლის უფლება კი საკუთარი პრაქტიკის მიხედვით მარეგულირებელ კომისიას არ აქვს. 

„ვინაიდან ეს ორგანიზაცია დღეს საქართველოში არ არის რეგისტრირებული და ასეთ ორგანიზაციას აქვს ავტორიზაცია გავლილი ვფიქრობთ, რომ ეს ავტორიზაცია უნდა შეჩერდეს და თავიდან უნდა მოხდეს ავტორიზაციის საკითხის განხილვა. ეს იყო მარეგულირებლის ხარვეზი,“-აცხადებს საიას იურისტი მარიამ გოგესაშვილი.

დღის ამბები