17 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - მოკლული დავით სარალიძის მამა ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს, პროკურატურის შანტაჟი ადანაშაულებს 

ხორავას ქუჩაზე, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეზე ზეწოლა ხორციელდება.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანი, რომელიც პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას ნათესავია, მთავარ საგამოძიებო უწყებას აშანტაჟებს.

„უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მირზა სუბელიანი აშანტაჟებს ე.წ. პროკურატურას. ჩემი ინფორმაციით, მყარი ინფორმაციით, ორი მკვლელი გარეთ დადის. დღეს, წესით მიხეილ კალანდია დაკავებული უნდა იყოს იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება მეორე პროცესზე შეცვალა,“ - ამბობს დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის დაკითხვა დასრულდა. მოწმეს, რომელმაც უკვე ხუთჯერ შეცვალა ჩვენება, დღეს ახალ გარემოებებზე არ უსაუბრია. 

დღის ამბები