მარტვილში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ 2017 წელი შეაჯამა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ. ერთ-ერთი საკითხი იყო ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს წევრმა განაცხადა, რომ მთავრობას არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა არა აქვს.
ნაციონალური მოძრაობა კი შეხვედრას, პროტესტის ნიშნად, საერთოდ არ დაესწრო.