17 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ნახევრადგაყვანილი სანიაღვრე არხი და მოვარდნილი წყლისგან განადგურებული 70-ზე მეტი საფლავი

ნახევრადგაყვანილი სანიაღვრე არხი და 70-ზე მეტი განადგურებული საფლავი - სოფელ ქიტინიძეების მოსახლეობა უკვე შვიდი თვეა, შველას ითხოვს.

პრობლემები ხელვაჩაურის რიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სოფლის სანიაღვრე არხი ნაწილობრივ შეაკეთა. უხვი ნალექის დროს კი, დაუსრულებელი სამუშაოების გამო, წყალის მოვარდა და სოფლის შიდა გზასთან ერთად და საფლავებიც წაიღო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსალოდნელ შედეგებზე ხელისუფლებას სამუშაოების დაწყებამდე აფრთხილებდნენ. არხი ბიუჯეტს ჯამში 75 ათასი ლარი დაუჯდა, თუმცა, მოსახლეობა ამბობს, რომ მისი გაკეთების საჭიროება არ იყო.

მაგისტრალი სანახევროდ გაითხარა, შემდეგ კი სამუშაოები მოულოდნელად შეჩერდა. ნახევრადგაყვანილმა არხმა კი წყლის ნაკადი ვერ გაატარა და ტერიტორია დატბორა.

ადგილობრივი ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს. შუახევის საკრებულოს ნაციონალური მოძაობის წევრი დარწმუნებულია, რომ მსგავს პროექტებში, რომელიც რეალურად არავის სჭირდება, გამგეობა და გზის დეპარტამენტი ფულს ათეთრებს.

 

 

ავტორი: თეა ვარშალომიძე
  

დღის ამბები