მსოფლიოში აღიარებული ფოტოგრაფი საქართველოში ჩამოვიდა და თან ცნობილი იაპონელი დიზაინერის, ისი მიაკის, უახლესი კოლექცია ჩამოიტანა.
იურიკო ტაკაგის სტუმრობა ქართულ-იაპონური ფოტოპროექტის ფარგლებში მოხდა.
იაპონელმა ხელოვანმა სუხიშვილების მოცეკვავეებს ისი მიაკის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოარგო და ქართველი მხატვრის ნამუშევრების ფონზე გადაიღო.
ცნობილი იაპონელი დიზაინერის კოსტიუმები საქართველოში პირველად სწორედ ამ გადაღებისთვის გამოიგზავნა. ეს პროექტი კი, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჟურნალ ამარტამ დაგეგმა.