ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხეების გადატანის პროცესის დროს დაკავებულების
სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. "ნაციონალური მოძრაობის" ორ წევრს სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.
"ველოდებით გამამართლებელ განაჩენს. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს სხვადასხვა ფორმით. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება გააგრძელებს ხეების გლეჯას,"-აცხადებს ენმ-ს წევრი, რევაზ ხარაზი.
შემთხვევა 4 აპრილს მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, გზის გადაკეტვით, ასწლოვანი ევკალიპტის გადატანას აპროტესტებდნენ.