„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია НТВ პლიუსის ავტორიზაცია გააპროტესტეს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელ კომისიის შენობასთან.
"არ მივცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოში ეს ტელეარხი ჩაირთოს"- აცხადებენ აქციის მონაწილე ნიკა ნოზაძე.
ისინი კომისიის ხელმძღვანელთან შეხევდრას და ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.
"ივანიშვილი გაზპრიომის აქციონერია და მისი პირდაპირი ინტერესია პუტინის ტელევიზია შემოუშვან საქართველოში,"-აცხადებს მიხეილ ქუმსიშვილი.