პარლამენტში მესამე მოსმენით გვარის შეცვლის პროცედურის გართულების შესახებ ცვლილებებს განიხილავენ.
სიახლის მიხედვით, გვარის შეცვლას მოქალაქე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეძლებს. ინიციატივა დღის წესრიგში საქართველოს მოქალაქეების მიერ ვიზალიბერალიზაციის წესების ხშირი დარღვევის გამო დადგა.
ოფიციალური ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა ხშირად სწორედ გვარის შეცვლის მეშვეობით ხდება.