17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვები - აღსაზრდელების მშობლები 109-ე ბაღის დახურვას აპროტესტებენ

გამბრიელ სალოსის გამზირზე 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა დილიდან გაანახლეს პროტესტი. ისინი ბაღის დახურვას აპროტესტებენ.

მათი ვარაუდით, ეს ტერიტორია უკვე გაყიდულია და შენობის ავარიულობა მხოლოდ მიზეზია.

მათივე განცხადებით, მშობლებს რომლებსაც სხვადასხვა ასაკის შვილები ჰყავთ, ბავშვების სხვადასხვა ბაღში გადანაწილებას სთავაზობენ, რაც მათთვის მიუღებელია.

109-ე ბაგა-ბაღის აღმზრდებელები დილიდან ბავშვებს არ იღებენ. მშობლებს ადგილზე შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

„ხედავთ გამწვანებულ ტერიტორიას, ხედავთ ეზოს, გვერდით მშენებლობას. დიდი ალბათობით, კონკრეტული ბიზნესინტერესებია მაღალი თანამდებობის პირების, რომელებიც ამ შენობის დანგრევით თავად იხეირებენ“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები