17 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ანაკლიიდან ნაპირსამაგრი ტეტრა ბოძები გადააქვთ - ენმ ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს

ანაკლიის სანაპირო ზოლიდან ნაპირსამაგრი სპეციალური ბლოკები გააქვთ. სამუშაოებს კომპანია "ზიმო" აწარმოებს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ხეების გადატანაზე მუშაობს, ამჯერადაც ყოფილ პრემიერს ემსახურება.

"ზიმო"-ს წარმომადგენლების მტკიცებით კი ტეტრა ბოძები მათ სარფში გადააქვთ.

„ჩემს სამუშაოს ვასრულებ... რაც დაგვავალეს. ვტვირთავთ ტეტრა ბოძებს და სარფში გადაგვაქვს“- აცხადებს კომპანია ”ზიმო”-ს თანამშრომელი ელგუჯა ბესელია.

დღის ბოლოს ადგილზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ეს კონსტრუქციები, რომელიც განკუთვნილი იყო ანაკლიის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად მიაქვთ ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული დავალებების შესასრულებლად“-აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები