17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
109-ე ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს - პოლიციამ აქცია დაშალა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.

მათ საბავშვო ბაღის წინ მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეაფერხეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა და მათი ნაწილი ისევ ბაღის ეზოსთან იმყოფება.

აღსაზრდელების მშობლების ბაღის დახურვასა და მის დანგრევას აპროტესტებენ. მათი ვარაუდით, ეს ტერიტორია უკვე გაყიდულია და შენობის ავარიულობა მხოლოდ მიზეზია.

მათივე განცხადებით, მშობლებს რომლებსაც სხვადასხვა ასაკის შვილები ჰყავთ, ბავშვების სხვადასხვა ბაღში გადანაწილებას სთავაზობენ, რაც მათთვის მიუღებელია.

109-ე ბაგა-ბაღის აღმზრდებელები დილიდან ბავშვებს არ იღებენ.

დღის ამბები