მომღერალი კახაბერ აბუაშვილი, იგივე "კაბუ" დაკავებულია. ინფორმაცია ამის შესახებ შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. "კაბუ" საფრანგეთში ქართველ და ფრანგ სამართალდამცველებთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში აიყვანეს. მას ბრალად ედება კრიმინალური დაჯგუფების წევრობა. მასთან ერთად დაკავებულები არიან სხვა ქართველებიც.
"საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა,"-განაცხადეს შსს-ში.
"კაბუ" იმ ოპერაციის ფარგლებში დააკავეს, რომლის შედეგადაც საფრანგეთსა და საბერძნეთში 4ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი აიყვანეს.