საფრანგეთში დაკავებული მსახიობისა და მომღერლის კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუს“ ოჯახი, სპეცოპერაციის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.
ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მომღერალი უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთში იმყოფება და ბოლო კონტაქტი ოჯახთან 3 დღის წინ ჰქონდა.
„მე არ მქონია შეხება ეს ბოლო პერიოდი. ბავშვებს ეკონტაქტა ორი-სამი დღის წინ, სულ ჰქონდა ურთიერთობა ბავშვებთან. აპირებდა ჩამოსვლას. მეტი არაფერი ვიცი. როგორც ყველამ გაიგო მეც ისე გავიგე. დამირეკეს, არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს,“- აცხადებს კახა აბუაშვილის ყოფილი მეუღლე ანუკა გიორგელაშვილი.