ერევნის ცენტრში დაწყებული პროტესტი, ქალაქის ქუჩებში გრძელდება. მთავარ მოედანზე აქცია პოლიციის სპეცრაზმებმა დაშალეს, დაკავებულია ათობით მომიტინგე. ამის შემდეგ საპროტესტო მსვლელობა უკვე ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები იმყოფებიან ერევნის მერიასთან სადაც მოახდინეს შენობის ბლოკირება და მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს.
ოპოზციის ლიდერები ამბობენ, რომ ერევანს გაათავისუფლებენ კრიმინალური მმართველებისგან და ეს აქცია იქნება ხავერდოვანი რევოლუცია.
“ჩვენ პროტესტი მასშტაბურია და ვაცხადებთ, რომ სომხეთში დაიწყო სახალხო ხავერდოვანი რევოლუცია. სერჟ სარქისიანის და მმართველი რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ,“-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა და ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სერჟ სარქისიანს სურს ბიუჯეტთან ერთად მთელი ქვეყანა შეჭამოს. ერევანში ამბობენ, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს არ მისცემენ საშუალებას რომ ქვეყანა მართოს.
„ჩვენ აუცილებლად დავამხობთ ამ რეჟიმს,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პოლიციის წარმომადგენლებმა ოპოზიციის წარმომადგენლები სამჯერ გააფრთხილეს, რომ მათი შეკრება არის უკანონო. თუმცა რითი დასრულდება აქცია უცნობია.