17 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ თამაზ ილურიძე იქნას დაუყოვნებლივ გათავისუფლებული, რისი მოლოდინიც მაქვს"-ქეთევან ციხელაშვილი

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მისი გათავისუფლება მალე მოხდება.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით თამაზ ილურიძის გასათავისუფლებლად, ცხელი ხაზი უკვე ამოქმედებულია.

„მთავარი ამოცანა და მოთხოვნა, რაც გაჟღერდა ცხელი ხაზით არის ის, რომ თამაზ ილურიძე იქნას დაუყოვნებლივ გათავისუფლებული, რისი მოლოდინიც მე მაქვს და გამოვთქვამ ამის იმედს. 10 წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკა ადამიანების უკანონო დაკავებისა არის მიმართული ყველას წინააღმდეგ. პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველების წინააღმდეგ, არამედ  სწორედ ოსების წინააღმდეგაც,"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

თამაზ ილურიძე სოფელ ფლავისმანის განაპირას, შეიარაღებულმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. 

ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. 

დღის ამბები