17 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
"საზოგადოებამ იხილა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა"- პრეზიდენტი ბრალდებებს პასუხობს 

საქართველოს პრეზიდენტი მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, რომელიც შეწყალებულ პატიმარს უკავშირდება, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკოსების კრიტიკას შავ პიარს უწოდებს და ვარაუდობს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამძაფრდება.

„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ იხილა და ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა. ჩვენ ამ მიმართულებით თუ რა უნდა დაიხვეწოს დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწთ კიდევაც. მაგრამ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად დაინახა საზოგადოებამ ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული ამ შავი პიარის კიდევ ერთი ტალღის და ალბათ კიდევ ბევრი იქნება. სამწუხაროდ ამ რეალობაში ვცხოვრობთ,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვეფხია ბაქრაძე, რომელსაც პრეზიდენტმა დარჩენილი სასჯელი გაუნახევრა, ბრალდებულია 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში. ის სასჯელს ოჯახური ძალადობის მუხლით იხდიდა. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით 2017 წელს სხვა დოკუმენტებთან ერთად, შეწყალების კომისიამ გაითვალისწინა დაზარალებული მეუღლის თხოვნაც შეწყალებასთან დაკავშირებით და პატიმარს სასჯელი გაუნახევრა. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, პრეზიდენტი მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. ის მისი არასწორი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს. „ქართული ოცნების’ ერთ-ერთმა წევრმა ვანო ზარდიაშვილმა მომხდარის გამო პრეზიდენტის გადადგომაც კი მოითხოვა.

დღის ამბები