ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სპეციალური კომისიის სხდომა დღეს პირველად გაიმართება. შეხვედრის ინიციატორი პროფკავშირებია, რომელიც, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, მინდელის შახტის დახურვას მის რეაბილიტაციამდე ითხოვს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მეშახტეებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ.
"თითქოსდა ბიზნესის ლოიალობით და აქ ხალხის შემოტყუებით და მერე რეგულაციების დაწესებით, როგორც ყურებს გვიჭედავდნენ, ფაქტია რომ არაფერი არ გამოვიდა,"- აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი.
სამმხირვი კომისია რომელიც მთავრობის, პროფკავშირებისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, შრომითი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე იმსჯელებს.