109-ე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტიდან დახარჯული 300 ათასი ლარის მიზნობრიობის შესწავლას "ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო უწყებისგან ითხოვს. ოპოზიცია პროკურატურასაც მიმართავს. იმ შემთხვევაში თუ გამოძიება შენობის არამდგრადობის შესახებ დადებს დასკვნას, გამოდის რომ თანხა ერთი წლის წინ ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დაიხარჯა, რაზეც პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება. მშობლების ნაწილი, კი რომლებიც სხვა ბაღებში გადანაწილებით უკმაყოფილოები არიან, საპროტესტო აქციის ჩატარებას დღესაც არ გამორიცხავენ.
"როცა ბიუჯეტიდან თანხებს გასცემდნენ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე დახარჯეს 300 ათასი ლარი? ეს არ შეიძლება და კანონდარღვევაა, თუ ექსპერტიზის დასკვნა იდო მაშინ როგორ აღმოჩნდა ფაქტობრივად წელიწადნახევარში ახალი დასკვნა რომ შენობა არის ავარიული?"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.