"ბავშვებისთვის უსაფრთხო ავტომობილი”- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საავტომობილო სპორტის ფედერაციამ და ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ერთობლივად წამოიწყეს.
პროექტის ორგანიზატორებმა საინფორმაციო კამპანია დაიწყეს, მოსახლეობას დაურიგეს სპეციალური ბუკლეტები, სადაც საბავშვო სავარძლის მოხმარების წესებია განმარტებული.