გაეროს მოსახლეობის ფონდის შესაფებით ქვყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
სწორედ სოციალური სიდუხჭირე დასახელდა ადრეული ქორწინების ერთ-ერთ მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფსა თუ გეოგრაფიულ არეალში, არამედ მთელს საქართველოშია გავრცელებული, მათ შორის დედაქალაქშიც.