17 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების პირობებზე აუდიტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება

მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების პირობებზე აუდიტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება - სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრის შედეგები ჯანდაცვისა მინისტრის მოადგილემ, ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს გააცნო.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ შევთანხმდით, რომ საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ, რომლებიც შეაფასებენ, როგორც ტყიბულის შახტას და შახტის მდგომარეობას და მასში შრომის უსაფრთხოების საკითებს, ასევე ზოგადად შრომის უსაფრთხოების სისტემას ტყიბულის მაღაროში.

რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება, ის საკითხები, რომელიც დაყენებული იყო დღეს სამმხრივი კომისიის ფარგლებში, იქნება განხილული,“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბრაკალაიამ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ დასაქმებულთათვის სოციალური პაკეტების შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მეშახტეებმა შეხვედრაზე საკუთარი ინიციატივებიც წარადგინეს.

„ყველაზე მთავარი რაც არის შრომის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, რეკომენდაციები გაწეული და შემდეგ მომავალში გათვალისწინებული იქნეს კომპანიისგანაც და სახელმწიფომაც მიიღოს ზომები იმისთვის, რომ ბიზნესი აიძულოს შრომის სტანდარტები დაიცვას,“-აცხადებს ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ვასილ ბუცხრიკიძე.

დღის ამბები