პანკისის ხეობის მცხოვრებლები, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარებას, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნებით საპროტესტო აქცია, დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში გაიმართება.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას გარკვეულ ვადას მისცემენ, რის შემდეგაც, მასშტაბური აქციები უკვე თბილისში გადაინაცვლებს.
„ხეობის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ აქციები გამართონ და პროტესტი გამოხატონ. ყველამ იცის რა სახის დანაშაული იქნა ჩადენილი. ამიტომ ითხოვენ იმ ხალხის დასჯას, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.