აგარის მოსახლეობა, ორდღიანი მსვლელობის შემდეგ აქციას დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ.
„აგარის ქარხნის“ თანამშრომლებმა მსვლელობა აგარიდან 18 აპრილს დაიწყეს, ფეხით 110 კილომეტრი დაფარეს და თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიასთან დაბანაკდნენ.
ისინი 6 თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ.
„შიმშილის წინაშე ვდგავართ, აგარაში ჯერ დაარსდა ქარხანა და მერე იმის გარშემო მოსახლეობა. ქარხნის გარეშე აგარაში მოსახლეობა ვერ იარსებებს. მონობას ვითხოვთ, იმიტომ, რომ 300-400 ლარზეა საუბარი, 180 ლარიანი თანამშრომლებიც გვყავს. მონობას ვითხოვთ იმისთვის, რომ უბრალოდ ვიარსებოთ,“-განაცხადა აგარის შაქრის ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა ნიკა ჩუტკერაშვილმა.