17 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
„ნუ გვაბოლებ“, "არა ესტაკადას" - აქცია თბილისის მერიასთან 

„ნუ გვაბოლებ“, "არა ესტაკადას" - ამ მოწოდებით დღის ბოლოს თბილისის მერიასთან სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა აქცია გამართეს.

შეკრებილები ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საავტომობილო ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაზიანდება რეკრეაციული ზონა, გაიჩეხება ასამდე ხე საცობების, განმუხტვა კი ვერ მოხერხდება.

მათივე მტკიცებით, მშენებარე ესტაკაედის პროექტიც არ არსებობს.

„არანაირი სამეცნიერო სატრანსპორტო კვლევა, არც სიღრმისეული ეკონომიკური კვლევა არ ჩატარებულა ამ პროექტის განხორციელებამდე. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, განსაკუთრებით იმის გათვალიწინებით, რომ ეს ძალიან ახლოს არის დასახლებულ პუნქტებთან, ასევე რეკრეაციულ სივრცესთან,“-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.

ამ ინფორმაციას უარყოფენ თბილისის მერიაში. კალაძის მოადგილე აცხადებს, რომ გაჩეხილი ხეების ნაცვლად უფრო მეტი დაირგვება და რომ მშენებლობა არ შეჩერდება.

დღის ამბები