შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ხეების გადატანის გამო ზუგდიდის რაიონის 17 სოფელს ელექტრო ენერგია გაეთიშა. ელექტროსადენები გვიან ღამით ჩახსნეს, ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ დღეს დილით აღდგა.
ორი ასწლოვანი ხის, მარად მწვანე დასავლური მუხისა და ევკალიპტის ტრანსპორტირების დროს დაზიანდა გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნები.
ხის ტრანსპორტირების დროს ერთ-ერთ სატვირთო დაზიანდა, რის გამოც ანაკლიამდე ხეების ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.
შეფერხებული იყო ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე ავტომობილების გაადგილებაც.
ვითარებას ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად თბილისიდან და სხვადასხვა რაიონიდან სპეციალურად ჩასული სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.