პრეზიდენტი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიების წევრებს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს კომისიას მიაწოდონ საკუთარი ნამუშევრები, გამოავლინონ დაგროვილი პოტენციალი და მისცენ კომისიას შესაძლებლობა შეაფასოს მათი შემოქმედება.
პრეზიდენტის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მიზნით გაერთიანდა კომისია, რომლის წევრებსაც საზოგადოება იცნობს და პატივს სცემს უდიდესი ღვაწლისათვის.
"იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ამ ზეიმს ჩვენ მოვაწყობთ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ხალხისთვის და აი იმ განსაკუთრებულ მიღწევებს ვაჩვენებთ, გამოვყოფთ და კიდევ ერთხელ გავუზიარებთ ქართველ ხალხს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.