სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხრივ არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ნინო ლომჯარიას თქმით, საჯარო სექტორში შშმ პირებიდან, მხოლოდ 55 ადამიანია დასაქმებული.
ომბუდსმენის ინფორმაციით, უკიდურესად მწირია კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელიც. ლომჯარია უწყებებს კონკრეტული რეკომენდაციით მიმართავს.
„დასაქმება საჯარო სექტორში, დაახლოებით 46 ათასი დასაქმებულიდან მხოლოდ 55 შშმ პირია დასაქმებული საჯარო სექტორში. მინიმალურია ასევე კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, პრაქტიკულად შეუძლებელია კონკურსის საფუძველზე მათი დასაქმება,“-აცხადებს ომბუდსმენი.