დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლის ეზოში ხეობის მაცხოვრებლები იკრიბებიან.
ისინი 15:00 საათისთვის განცხადებას გააკეთებენ, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს უკავშირდება.
ოჯახისა და პანკისის ხეობის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარება, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დამნაშავეების დასჯაა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი ხელისუფლებას მისცემენ დროს, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში გადმონაცვლებას და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას აპირებენ.