17 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"ბევრად მოკრძალებულები ვართ ის ხალხი, ვისაც მეტი დამსახურება აქვს იმ გამარჯვებაში, რისი წყალობითაც დაპირისპირებული მხარეები არიან პარლამენტში"- ქუცნაშვილი

უმრავლესობის სხდომა სავარაუდოდ მომდევნო კვირის ბოლოს გაიმართება. ცნობილია, რომ განსახილველი საკითხი გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირებაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრას დაესწრება ბიძინა ივანიშვილიც. თუმცა უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით დაზუსტებით არაფერი იციან. 

„თუ ამისი სურვილი ექნება ამ ადამიანს არანაირი პრობლემა, პირიქით შეიძლება სასიკეთოდაც კი წაადგეს ასეთ შეხვედრებს თუმცა მე ასეთი სურვილის შესახებ ჯერჯერობით არ ვიცი. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ არ ვუპასუხოთ ისეთ განცხადებებს, რომელზეც პასუხმა შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ ჩვენს თავზე იქიდან გამომდინარე, რომ რესურსი პარტიაში ყველაფრის დალაგების  იყოს კიდევ უფრო რეალური,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზაქარია ქუცნაშვილი კი მომხრეა  რომ დროულად ჩაერიოს კონფლიქტში ის ხალხი, ვინც პასუხისმგებელია დაპირისპირებაზე. ის თანაპარტიელებს ახსენებს, რომ პარტიაში არიან ისეთი ადამიანებიც ვისაც უფრო დიდი წვლილი მიუძღვის გამარჯვებაში და ისინი დიდი ხანი ასე ცხოვრებას არ გააგრძელებენ.

„პარლამენტში ბევრად მეტი ვართ ის ადამიანები ,რომლებიც არც ერთი კონფლიქტის მხარეს არ მივეკუთნებით. ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით ის ხალხი ვისაც ბევრად მეტი დამსახურება აქვთ  იმ გამარჯვებაში რა გამარჯვების წყალობითაც დაპირისპირებულ მხარეები დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილი . მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ბერად მეტი და ბევრად  მეტი წვლილის შემტანი ხალხი ასე დიდხანს გააგრძელებს ცხოვრებას. ამიტომაც უნდა ჩაერიოს ის ხალხი ვინც პასუხისმგებელია ამ მდგომარეობაზე და ამ პრობლემას განკურნება სჭირდება.  იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება და დაპირისპირების ნიშნები გადაიზრდება სერიოზულ კონფლიქტში,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეხვედრას ელოდება "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი ლევან კობერიძე. მისი თქმით, შეხვედრაზე უნდა განიხილონ  პოლიტიკური კონტექსტი და არა ის განცხადებები, რომლებიც ერთმანეთის მისამართით თანაპარტიელებმა აკეთეს.

„ეს ეხება არა მხოლოდ ჭიჭინაძეს, არამედ ყველა ჩემს კოლეგას, ნებისმიერის. არც ამხანაგური სასამართლოების მომხრე ვარ, არც რაღაც დისციპლინის მითითებაზე მომხრე ვარ,“-განაცხადა ლევან კობერიძემ. 

დღის ამბები