პანკისის ხეობის მცხოვრებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ისინი კვირიკაშვილს ხეობაში ჩასვლასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებით დაინტერსებისკენ მოუწოდებენ.
ხეობის მცხოვრებლები დუისში, მაჩალიკაშვილების ეზოში შეიკრიბნენ და სპეციალური განცხადება გააკეთეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, მთავარი მოთხოვნები თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარება, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დამნაშავე პირების დასჯაა.
ხეობის მოსახლეობა ხელისუფლებას გულგრილობაში, საგამოძიებო სტრუქტურებს კი გამოძიების დაგვიანებაში ადანაშაულებს.