17 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
აქცია კანცელარიასთან - "აგარის შაქრის" თანამშრომლები პრემიერისგან პასუხს ელიან

“აგარის ქარხნის” თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. კანცელარიის შენობამდე ისინი რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობით მივიდნენ.

ქარხნის თანამშრომლები საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.  აქციას დაბა აგარის მოსახლეობა და გაერთიანებული პროფკავშირები უერთდება.

„ჩვენი ინფორმაციით, დღეს უნდა შეხვედროდნენ დამსაქმებელი და ხელისუფლების წარმომადგენლები. ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუ არ იქნება პასუხი დღეს, არ დავიძვრებით აქედან, სანამ არ გვექნება პასუხი“- კომპანია ”აგარის შაქრის” პროფკავშირის თავმჯდომარე ზაზა ალბურიშვილი.

დღის ამბები