17 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
გიგი უგულავა ამომრჩეველთან შეხვედრას აგრძელებს-ვანის და ხონის მაჟორიტარი დარწმუნებულია, რომ 28 აპრილს გამარჯვებას შეძლებს 

„ევროპული საქართველოს“ ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. გიგი უგულავა დადის კარდაკარ და ადგილობრივებს ყოველ დღიურად ხვდება.  „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ამბობს, რომ რომ ვანს ძალიან უჭირს. თავად დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.

გიგი უგულავამ მორიგი შეხვედრა დღესაც გამართა და ხელისუფლება ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების გამო გააკრიტიკა. თქვა, რომ რეგიონის მძიმე სოციალური ფონი მწერის მავნებლობამ კიდევ უფრო დაამძიმა.

ვანი არჩევანს, ხონთან ერთად 28 აპრილს გააკეთებს. 60 საარჩევნო უბანი, რამდენიმე დღეში გადაწყვეტს იქნება თუ არა თბილისის ყოფილი მერი პარლამენტში, იმერეთის წარმომადგენელი - „ევროპული საქართველოდან.“ 

დღის ამბები