17 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
მოზარდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში - ფსიქოლოგები დაუყოვნებელ რეაგირებას ითხოვენ

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ძალადობის კადრების შემდეგ ფსიქოლოგები დაუყოვნებელ რეაგირებას ითხოვენ. ვიდეომასალში 14 წლამდე მოზარდს მისივე თანატოლები ჩაგრავენ.

სკოლის მოსწავლე ვიდეოში ტირის და ძალადობის მუქარით იმეორებს იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რასაც არასრულწლოვნები მოითხოვენ. დაახლოებთ ერთ წუთიან ვიდეოში ჩანს, რომ 14 წლამდე მოზარდს თანატოლები სცემენ და შეურაცხმყოფელი ვიდეომასალის ინტერნეტში ატვირთვით ემუქრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველ მოზარდთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირისა და  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუხლებით დაიწყო.

ვიდეო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, თუმცა სხვა ვებგვერდებზე უკვე რვა თვეა, რაც ატვირთულია. სამართალდამცველები ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ვიდეოს Facebook-ზე გავრცელებას საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტი მოჰყვა.

არასამთავრობო სექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფო რეაგირებას სთხოვს. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მოზარდებზე ძალადობის შემთხვევბი გაიზარდა.

ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთან და მისი ოჯახის წევრებთან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

 

დღის ამბები