„აგარის ქარხნის“ თანამშრომლებთან, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მართავდნენ, ბიზნესომბუდსმენი მივიდა. ირაკლი ლექვინაძე აქტივისტებს პრობლემის მოგვარებას დაპირდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ საწარმო მუშაობას, დაახლოებით, ორ თვეში აღადგენს.
ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი დღის განმავლობაში აქციას მართვდნენ. ისინი საწარმოს დახურვას აპროტესტებდნენ და პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
„იმისთვის, რომ ქარხანამ მუშაობა განაგრძოს, საკითხები იქნა დასმული - რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან კომპანიამ იმისთვის, რომ არამომგებიანობის თემა მოიხსნას და საწარმომ მუშაობა განაგრძოს. ეს შეხვედრა ამ წინადადებების გაზიარებით დასრულდა. იმ კვირის დასაწყისამდე დეტალური საკითხები არის დასაზუსტებელი პერიოდთან დაკავშირებით, მათ შორის რა პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რიგი საკითხების მხარდაჭერა და მზაობა, რომ ქარხნის მუშაობა დაიწყოს არის თავისი მოსამზადებელ პერიოდიანად, ერთნახევარი - ორი თვის ფარგლებში,“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ.