ქუთაისში გაროვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ამ დროისთვის გადაკეტილი აქვთ ჭავჭავაძის გამზირი.
აქციის მონაწილეთა თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.
ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია.
ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, 21 აპრილიდან ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ, რადგან, ქუთაისის ცენტრში გარევაჭრობის საკითხის მოგვარების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობა მეორე ეტაპზე გადადის, რაც გარეუბნების მოწესრიგებას გულისხმობს.