17 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ცნობადობის გაზრდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ - ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოში

პრესტური უცხოელი ჟურნალისტებისთვის - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული ტურის შემდეგ, საქართველოს შესახებ სტატიებს გავლენიანი ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტები მოამზადებენ.

ავია კომპანია Wizz Air-თან ერთად, ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით არსებული ფრენებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით,საქართველოში 7 ჟურნალისტი ჩამოვიდა.

ტურის ფარგლებში ბრიტანელმა ჟურნალისტებმა თბილისი, ქუთაისი, კახეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთი მოინახულეს. ისინი ვრცელ სტატიებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ მოამზადებენ.

დღის ამბები