ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაქურდეს. შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიება სსსკ-ის 177-ე, ქურდობის, მუხლით დაიწყო.
წაღებული თანხის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.