უბედური შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში - 202-ე უსინათლო ბავშვთა პანსიონის მეორე სართულიდან ბავშვი გადავარდა. 13 წლის მოზარდი, მრავლობითი მოტეხილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა, მომხდარის დეტალები უცნობია.
კურიერი მიზეზების გასარკვევად ადგილზე მივიდა, თუმცა, პანსიონის ადმინისტრაციას მომხდარზე საუბარი არ სურს.