ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს თბილისში. აქცია სომხეთის საელჩოსთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე პროცესები სომხეთში დემოკრატიის დამყარების წინაპირობა იქნება.
„არ უნდა მოხდეს ძალის გამოყენება, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. ასევე იმედია, რომ ხალხის ნებას და ხმას გაიგებენ სახელმწიფო სტრუქტურები,“-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ელენე მეჩითოვამ.