17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
გურიაში ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებენ

გურულები ჰაიდელბერგ-ცემენტის წინააღმდეგ - სუფსაში მოქმედი ქარხნის ადმინისტრაციული შენონის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა.

ადგილობრივების მტკიცებით, ქარხნის მუშაობიდან გამომდინარე სოფლებში, ტაბანათსა და სუფსაში ცხოვრება უკვე გაუსაძლისია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ცემენტის მტვერი ანადგურებს მოსავალს და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

იმ შემთხვევაში კი კომპანია არსებულ მდგომარეობას არ შეცვლის, მოსახლეობა რადიკალური ქმედებებით იმუქრება.

დღის ამბები