17 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
53-ე საყოველთაო ნათლობა - პატრიარქმა ათასამდე ბავშვი მონათლა

რიგით 53-ე საყოველთაო ნათლობა - საქართველოს პატრიარქის ნათლული კიდევ ათასამდე ბავშვი გახდა.

ნათლობის ცერემონიალი დღის ბოლოს სამების საკათედრო ტაძარში შედგა. მოგვიანებით, ახლადმონათლულები ილია მეორემ დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა.

ამჟამად პატრიარქს უკვე 35 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ილია მეორის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

დღის ამბები