„მხოლოდ ქართულის“ პირველი „ლაივ კონცერტი“ „რუსთავი 2""-ზე დღეს გაიმართება.
მეგა შოუს 10 კონკურსანტი დღეიდან 8 კვირის გამავლობაში საკუთარი ვოკალური და საშემსრულებლო მონაცემებით ჟიურისა და მაყურებლის მოხიბვლას შეეცდება.
დღეს კი რუსთაველის თეატრში ახალგაზრდა მუსიკოსები ვაჟა აზარაშვილისა და გოგი ცაბაძის ნაცნობ და საყვარელ კომპოზიციების ახალ ვერსიებს შეასრულებენ.
იმისთვის, რომ "მხოლოდ ქართულში" საუკეთესომ გაიმარჯვოს, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო - მაყურებელს შეეძლება საკუთარ ფავორიტ კონკურსანტს ერთი ნომრიდან, მხოლოდ ერთხელ, უფასოდ დაურეკოს.